ჰესის მშენებელობა პანკისში და დაპირისპირება სამართალდამცველებთან - ადგილობრივები დღეს, 14:00 საათზე შეკრებას და მომხდარზე მსჯელობას გეგმავენ. საუბარი 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და სამომავლო გეგმებს შეეხება.
ისინი ასევე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მზადყოფნას გამოთქვამენ. თუმცა ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კვირას მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები უახლოეს მომავალში ჯერ გამოკითხონ, შემდეგ კი დააკავონ.
„ჩვენ წყნარად, მშვიდად გვინდა ცხოვრება, ამაზე წყნარი ხეობა არ არსებობს. ვისთან შეთანხმებით დაიწყეს მშენებლობა, ამხელა ხეობაში 9-10 ადამიანი რომ არის მომხრე, ამის საფუძველზე მოხდა ამხელა ამბავი. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთავრობას და კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზი", - განაცხადა ადგილობრივმა რამაზ კუშტანაშვილმა.
სოფელ ბირკიანში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
ჰესი „ხადორი 3" მშენებლობის მიმდებარედ, კი საპოლიციო კონტროლი გრძელდება, სადაც დაცვის პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმყოფება. ადგილზე რჩება ინციდენტის დროს დამწვარი სამშენებლო ტექნიკა.