2019-04-23 15:01:32
საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა - ეკონომიკას გაზრდის 4%-ით - მაჭავარიანი

საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას.

მაჭავარიანის განცხადებით, რეფორმას ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, შრომის ბაზრის ფორმალიზება, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება, კორპორატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება, გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი კაპიტალის შექმნა.

„ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამავე თემაზე