2019-04-23 14:43:20
საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს - მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, საქართველო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში, რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მცირდება ქვეყნის ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა – მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე.

„ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

ამავე თემაზე