2019-04-23 12:04:27
ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერს ავტომანქანა დაუწვეს (ვიდეო)

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე აცხადებს, რომ მის მხარდამჭერს, გიორგი ქამუშაძეს ავტომანქანა დაუწვეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მერობის კანდიდატი ფაქტს შუალედურ არჩევნებს უკავშირებს რადგან მისი თქმით, აღნიშნული მანქანით დღეს თბილისში საარჩევნო ბუკლეტები უნდა გადმოეტანათ. ვიდეოს რობაქიძე ფეისბუქზე ავრცელებს

ზესტაფონის პოლიციაშია მომხდარზე გამოკითხვა მიმდინარეობს. კანდიდატი ამბობს, რომ მანქანა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაწვა. მისი ადვოკატის, დავით ჭუმბაძის თქმით კი, პოლიცია ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოს აღებას ითხოვს. მერობის კანდიდატის თქმით, მასზე და მის მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს


 

ამავე თემაზე