2019-04-23 11:11:26
რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ორი მამაკაცი ერთმანეთს 64 ნომერ სამგზავრო ავტობუსში დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი 37 წლის მაროკოელი იყო, რომელმაც 44 წლის საქართველოს მოქალაქე ყელის არეში დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია. მაროკოელი მამაკაცი პოლიციელებმა დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. ამოღებულია ცივი იარაღი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის მონაწილეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. დაპირისპირების დროს ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამავე თემაზე