2019-04-19 13:50:12
"დანაშაულის ზრდის ტემპი შემცირებულია" - მეზვრიშვილი ბანკების დაყაჩაღებებზე

შს მინისტრის მოადგილე ვარკეთილში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებას ეხმაურება. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დანაშაულის გახსნა მალე მოხდება. მეზვრიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ეცნობება.

"სამწუხაროდ ყაჩაღობის ფაქტი მოხდა ვარკეთილში, ინტენსიურად მუშაობს ახლა ადგილზე პოლიცია. შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება და დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე მოხდება ამ დანაშაულის გახსნა, ისევე როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პოლიცია საკმაოდ ეფექტური პოლიცია და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით,"-განაცხადა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში გახშირდა თუ არა ბანკების დაყაჩაღების ფაქტები, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს სტატისტიკურად დანაშაულის ზრდის ტემპი შემცირებულია.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ აღრიცხვიანობა გავაუმჯობესეთ და გარკვეული წინსვლები ამ მიმართულებით გვაქვს, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით სტატისტიკური ზრდის ტემპი შემცირებულია”, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

ამავე თემაზე