2019-04-19 13:48:43
ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს - მეზვრიშვილი

ზუგდიდში დანაშაულის ჩამდენ პირთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გვაქვს, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, – განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ზუგდიდში, ღამით მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით.

"ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი დაკავება და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. როდესაც გამოცხადდება ან დავაკავებთ, მოხდება შესაბამისი კითხვების დასმა და გავერკვევით სიტუაციაში. არ ვიცი ამ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა არც მის პოლიტიკურ კუთვნილებას და არც მის შეხედულებებს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ზუგდიდში გუშინ ალიკა ლაგვილავა დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან ალიკა ლაგვილავასა ბეჟან გვაზავამ ესროლა. გვაზავა სოფელ გრიგოლიშის „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია, ხოლო ლაგვილავა ამავე შტაბის კოორდინატორი.

ამავე თემაზე