2019-04-19 12:04:34
"ლიბერთიზე" თავდასხმის დროს 2 ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს დაჭრილი არავინაა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც დაზიანებები სავარაუდოდ ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს მიიღეს.

დაშავებულები „ამტელ ჰოსპიტალში“ არიან გადაყვანილი. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ასევე ​ჯერ უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა ბანკიდან. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამავე თემაზე