2019-04-19 11:42:44
ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამავე თემაზე