2019-04-18 17:43:39
სოფრომაძე გახარიას მიმართავს: "დღეს გამოქვეყნდა ეს უხამსი „პოსტები“...

კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს. სოფრომაძე იმ მასალებზე ითხოვს რეაგრებას, რომელიც მისი და მისი კომაპნიის შესახებ, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება:

"ბატონო მინისტრო!

არა ერთხელ მივმართეთ თქვენი უწყების შესაბამის სტრუქტურებს, რომ გამოეძიათ ჩვენი კომპანიის, ფრესკოს, წინააღმდეგ მიზანმიმართული, ყოვლად მიუღებელი, უხამსი, ცილისმწამებლური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი „პოსტების“ ინტერნეტ სივრცეში გავრცელების გარემოებები. ვითხოვდით მოკვლეული მასალები გადაეცათ შესაბამისი ორგანოებისთვის სიხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად მათი ავტორების წინააღმდეგ. პასუხად კი ვღებულობთ დუმილს და უმოქმედობას.

დღეს, 2019 წლის 18 აპრილს გამოქვეყნდა ეს უხამსი „პოსტები“, რომელსაც ვურთავ ამ ღია წერილს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, პირადად, ჩაერთოთ ამ საქმეში და უახლოეს დღეებში მოგვახსენოთ მე და საზოგადოებას თქვენს მიერ გატარებული ღონისძიებების და მიღებული შედეგების შესახებ." ნათქვამია სოფრომაძის განცხადებაში.


 

ამავე თემაზე