2019-04-17 13:53:32
"სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ წესიერად მოიქეცი...ხომ არ შეგეშინდა?!" - ბესელია კობახიძეს(ვიდეო)

ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გაუთიშა.

ბესელიამ კობახიძეს ჰკითხა, როდის ჩაინიშნებოდა დაპირებული ბიუროს სხდომა და როდის ჩაისმებოდა სასამართლოებთან დაკავშირებით 13 დეპუტატის ხელმოწერილი კანონპროექტი.

"ისე იქცევით... ყურადღებით, ერთი წუთით, ყურადღებით, ირაკლი, შენ მოგმართავ, ხომ ხედავ, სადაც ვზივარ? თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე". მიმართა ბესელიამ კობახიძეს. ამის შემდეგ კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გაუთიშა.

"პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მოგცემთ ხოლმე სიტყვას"- უპასუხა კობახიძემ ბესელიამ.

კობახიძის განცხადების შემდეგ ბესელია მასთან მივიდა და ჰკითხა, "ხომ არ შეეშინდა". კობახიძემ დასახმარებლად მანდატურის სამსახურს მიმართა

ამავე თემაზე