2019-04-16 18:42:33
"ქვეყნის ,,მთავარი ზავხოზის" სასტუმროს მშენებლობაზე დამცავი მოწყობილობების, ბაგირის, ჩაფხუტის გარეშე..."(ვიდეო)

პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშების ვიდეოს ირაკლი კუპრაძე ავრცელებს:

"პანორამას მშენებლობიდან მუშები გადმოცვიდნენ და ორ ყრუ კედელს შორის ნახევარ მეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ.

შუა თბილისში, ქვეყნის ,,მთავარი ზავხოზის" ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობაზე, ყოველგვარი დამცავი მოწყობილობების, ბაგირის, ჩაფხუტის გარეშე მუშობენ ადამიანები და შედეგიც დგება უმძიმესი.

ეს კონკრეტული შემთხვევები არის სისტემის და მთელი საქართველოს სახე. უნდა ამოკეტო ამ სივრცეში ივანიშვილი და აცხოვრო, სანამ კარგად არ გაიაზრებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არსებობას." წერს კუპრაძე.

ამავე თემაზე