2019-04-16 10:20:47
მოსამართლეთა შერჩევის წესი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტი დღეს მიიღებს

მოსამართლეთა შერჩევის წესი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტი დღეს მიიღებს. 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ. მმართველი გუნდი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას არ იზიარებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის კიდევ 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დადებითი იქნება. 

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა კანონპროექტის შემუშავებისას, იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შექმნა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა. 

„წარმოუდგენელია რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა იყოს ვენეციის კომისიისგან, იმდენად პატიოსნად, იმდენად იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შეიქმნა მმართველი გუნდის მხრიდან. კომიტეტზე, როდესაც მიდის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობა, აქ მაინცდამაინც სერიოზული არგუმენტები არ არსებობს და უცებ გადადიან მესიჯბოქსზე, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე შექმნეს.  სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი, ჩვენი ოპონენტები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, ახსენებენ კლანს და საზოგადოება არის დაბნეული,“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

ამავე თემაზე