2019-04-15 15:02:13
ბრეგაძე პრემიერის წინააღმდეგ: "ბოდიში მოიხადოს, ასეთი პრემიერი არ გვჭირდება"

,,ქართული მარშის'' ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან ბრეგაძის თქმით, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ ვინც 17 მაისის გეი-აღლუმს ხელს უშლის მარგინალები არიან.

,,პრემიერმა ბახტაძემ სტრასბურგში-ევროსაბჭოში გამოსვლისას ღიად განაცხადა -“ვინც 17 მაისის გეი-აღლუმს ხელს უშლის მარგინალები არიან”- ასეთი რამ არცერთ წინა ხელისუფალს უკადრებია !!! ახლა ბატონ ბახტაძეს ორი გამოსავალი აქვს-ან გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს 100000 ქართველს, ეკლესიას,სასულიერო პირებს, რომლებიც 17 მაისს გეი-აღლუმის წინააღმდეგ გამოვიდა და ან უარყოს თავისი განცხადება !!! წინასწარ გეუბნებით - არც უარყოფს და არც ბოდიშს მოიხდის, რადგან ზუსტად ასე თქვა და ასე ფიქრობს !!! ამიტომ ქართველმა ერმა სასწრაფოდ უნდა გადაწყვიტოს. ასეთი პრემიერი არ გვჭირდება,'' - აცხადებს სანდრო ბრეგაძე. 

ამავე თემაზე