2019-04-15 14:51:37
"უზენაეს სასამართლოში სამართლწარმოების პროცესი ძალიან მალე, შეიძლება აღარც წარიმართოს"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი დროულად იყოს მიღებული და ამ საკითხებზე მსჯელობა წლების განმავლობაში არ მოხდეს.

„ფაქტობრივად, უზენაეს სასამართლოში სამართლწარმოების პროცესი ძალიან მალე, შეიძლება აღარც წარიმართოს, რადგან უფრო და უფრო მცირე ხდება მოსამართლეების რიცხვი, ამიტომ, მივესალმები იმას, რომ კანონპროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს"- განაცხადა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დალოდებოდა თუ არა პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და მერე განეხილა აღნიშნული კანონპროექტი, მიქაუტაძე პასუხობს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია.

ამავე თემაზე