2019-04-15 14:48:24
სახალხო დამცველს პარლამენტი 18 აპრილს მოუსმენს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესებისა და შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთშაბათს, 18 აპრილს მოუსმენს.

ომბუდსმენის აპარატმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე პირველად, სახალხო დამცველი დეპუტატებს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროექტზე მოხსენებით მიმართავს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე