2019-04-15 14:05:53
"გული მწყდება..." - კალაძე „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე

გული მწყდება, რომ „დაიცავი საქართველოს“ ყრილობაზე დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, - ასე შეაფასა თბილისის მერმა "დაიცავი საქართველოს“ ყრილობა.

„მე ერთი მხრივ, გული მწყდება, რომ დავინახე ის ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოდა, ჩვენთან ერთად ფაქტობრივად, ყოველდღიურობაში მონაწილეობდა და გულდასაწყვეტია მათი დღევანდელი პოზიცია, თუმცა იქ ვნახე ადამიანები, ვინც 2012 წლამდეც ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაში და შედეგი რა იყო? - შედეგი იყო არაფერი. შესაბამისად, მე წინასწარ რაიმეზე საუბარი გამიჭირდება, თუ რა შეუძლიათ, რისი გაკეთების სურვილი აქვთ, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ვხედავ, ეს არის რაზეც პარტიის თავმჯდომარემ თავის წერილში ისაუბრა, ეს არის კონსოლიდაცია, ერთობა, ერთიანობა, დღეს ყველაზე მეტად, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა და ეკონომიური განვითარება. შესაბამისად, საჭიროა კონსოლიდაცია და არა დაყოფა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე