2019-04-15 13:55:06
"ენმ-ს დანამატები ქართულ ოცნებაში უნდა მოძებნოს" - სალაძის პასუხი ღარიბაშვილს

"ბატონმა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დანამატები ქართულ ოცნებაში უნდა მოძებნოს"- ასე უპასუხა "საიას" ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ ღრიბაშვილის განცხადებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანამატები უწოდა. 

"გადახედონ კარგად. სხვა მხრივ, მე არ ვიღებ ამ შენიშვნას იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ დღეს . ჩვენ უფრო დიდი ისტორია გვაქვს, ვიდრე ქართულ ოცნებას ან ყოფილ მმართველ გუნდს" ამბობს სალაძე

ამავე თემაზე