2019-04-15 13:14:56
საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 361 ლარი და 20 თეთრია

საქსტატის უახლესი კალკულაციის მიხედვით, ხუთსულიანი ოჯახის ოფიციალური თვიური საარსებო მინიმუმი 361 ლარი და 20 თეთრია.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით, სწორედ ეს თანხა უნდა იყოს საკმარისი, რათა 30 დღის განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება ანუ მიიღონ ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 321 ლარს, სამსულიანის - 288 ლარს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 256 ლარს შეადგენს. 

ამავე თემაზე