2019-04-15 12:57:59
კურსი, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ატარებდა, შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს - ვოლსკი

უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა ვოლსკი ამბობს რომ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთის ინტერესების შესაბამის კურსს ატარებდა:

კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას. როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია, ერთობლივად შემუშავებული საგზაო რუქა და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია." ამბობს ვოლსკი

ამავე თემაზე