2019-04-15 10:34:50
"კლანი უნდა წავიდეს" - არასამთავრობოთა მორიგი პროტესტი იურიდიულ კომიტეტზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის მიერ მომზადებულ ინიციატივას იურიდიული კომიტეტი განიხილავს. 

იურიდიულ კომიტეტში დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს სამოქალაქო სექტორი დღევანდელ სხდომაზეც, სპეციალური მაისურებით გააპროტესტებს. წარწერით -  „კლანი უნდა წავიდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ, მმართველი გუნდი კანონის მიღებამდე და კენჭისყრამდე, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს. 

გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლას ითხოვს და მიიჩნევს, რომ არსებული საბჭოს პირობებში არავითარ რეფორმას აზრი არ აქვს.

ამავე თემაზე