2019-04-15 12:46:39
ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების გაქირავების ოპერირება ამერიკულმა ვებგვერდმა დაიწყო

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნით, რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. ოპოზიციურ პარტიაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების უუნარობას ქვეყნის ეროვნული ინტერესები ეწირება. მაგალითად კი აფხაზეთში, ბინების გაქირავების ამერიკული ვებ გვერდის- Airbnb-მ ოპერირების დაწყება მოჰყავთ, სადაც ხშირად ის ბინები ქირავდება, რომელიც იქიდან გამოყრილ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.

გიორგი კანდელაკის თქმით, მაგალითად რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არ ოპერირებს „Airbnb”, რადგან უკრაინამ რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოითხოვა.

„როცა გავაკრიტიკეთ პრემიერი გასულ კვირას სტრასბურგში გამოსვლისთვის და იმისთვის, რომ მან არ მოითხოვა სანქციებში საქართველოს ოკუპაციის თემატიკის შეტანა, ანუ არაფერი მოითხოვა. ამას ვგულისხმობდით მათ შორის, რომ ყოფილიყო ახლა დაწესებული სანქციები ეკონომიკურ საქმიანობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერც ეს კომპანია და ვერც სხვა კომპანიები ცხვირსაც ვერ შეყოფდნენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე