2019-04-15 10:42:36
ბაჩანა შენგელია გენპროკუროთან და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, გენპროკურორთან და შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს:

"თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შსს მინისტრმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გენერალურ პროკურორს განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს ია კერზაიას საქმე აყვანილი და ძალიან მალე გაეცემა კითხვებს პასუხები.

არათუ კითხვებს არ გაეცა პასუხები, საქმის მასალებსაც კი არ მაცნობენ. შესაბამისად, ვითხოვ შეხვედრას საქართველოს გენერალურ პროკურორთან

ასევე, როგორც ჩანს ბატონი გიორგი გახარია სრულად იცნობს საქმის დეტალებს და არის გარკვეული გარემოებები, რაზედაც პირადად მას მინდა დაველაპარაკო, ვითხოვ შსს მინისტრთან შეხევდრას" წერს შენგელია

ამავე თემაზე