2019-04-12 18:17:54
ზუგდიდში ჩხეტიას სასამართლო დაიწყო - მობილიზებულია პოლიცია

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის წუხელ დაკავებული გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი დაიწყო. დაკავებული თავს დამანაშავედ არ მიიჩნევს და პროვოკაციაში ზუგდიდის პოლიციის უფროსს ირაკლი ფაცაციას ადანაშაულებს. 
 

“ჩემზე ხორცილდება პოლიტიკური დევნა, მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებისთვის არ მიმიყენებია”, – ამბობს ჩხეტია.

სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და მხარდამჭერები ესწრებიან.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია.

 
ამავე თემაზე