2019-04-12 15:06:58
გიგი უგულავას ბრალდების საქმე - სასამართლო გოკა გაბაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს კითხავენ

გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ე.წ. მარნეულის ეპიზოდს შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გოკა გაბაშვილსა და ხათუნა გოგორიშვილს კითხავენ.

საქმე ეხება 2014 წლის 5 ივნისს, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც უგულავას იძულებასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

როგორც გოკა გაბაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურია.

2014 წელს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭს ახმედ იმამკულიევი იყრიდა. მისი კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნის გასაპროტესტებლად მარნეულში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებიან გიგი უგულავას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

ამავე თემაზე