2019-04-12 12:17:24
ბაგრატიონები ამჯერად ავტომობილებზე დავობენ

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ამჯერად სამ ავტომობილზე დავობენ. დავა თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლოში 17 აპრილს შედგება. საუბარია ,,მერსედეს კიელის“, პორშე კაიანიასა და „ბეემვე იქს 5″-ის ავტომანქანებზე.

ამასთან, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც დავით-ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძალადობის ფაქტს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ აღიარებს, რადგან ბრალდება უსაფუძვლოა.

რაც შეეხება ქონებრივ დავას, ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებს.

როგორც ლევან ჩხეიძე ამბობს, დავით ბაგრატიონი ქვეყანაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ამავე თემაზე