2019-04-12 10:13:18
ბაგრატიონების სასამართლო დავა შესაძლოა სტრასბურგში გაგრძელდეს

არ არის გამორიცხული ბაგრატიონების სასამართლო დავა სტრასბურგამდე მივიდეს. 

არარსებული სამეფო ტიტულის შესახებ სასამართლო დავა შეწყდა, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას,  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება არც მეორე ინსტანციამ შეცვალა, ანა ბაგრატიონ-გრუზისნკის ადვოკატი ამბობს, რომ ევროსასამართლოს მიმართოს

„ჩვენ სასამართლომ უარი გვითხრა, სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. ყველას გვაქვს უფლება, რომ დარღვეული უფლების დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, სასამართლოს მივმართეთ და უარს გვეუბნება ჩვენი საქმის განხილვაზე, რაც ბუნებრივია გზას გვიხსნის არა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოსკენ, არამედ სტრასბურგის სასამართლომდე, რადგანაც გვეზღუდება ადამიანის უფლებებით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება,“-განაცხადა ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა.

ამავე თემაზე