2019-04-12 09:55:38
დაპირისპირება ზუგდიდში - "ენმ"-ს წევრს ბრალი წარედგინა

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება  ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა. წუხელვე გაათავისუფლეს გიორგი პატარაიაც

ამავე თემაზე