2019-04-11 19:51:26
დიახ, სტრასბურგში “გირგვლიანის საქმეზე” გადაწყვეტილების მიღებაში ვმონაწილეობდი - წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ ევროსასამართლოში “გირგვლიანის საქმეზე” დასკვნის დაწერაში მიიღო მონაწილეობა. 

“მე 10 წელი ვიყავი სტრასბურგის სასამართლოში და რა თქმა უნდა ვმონაწილეობდი იმ საქმის მართვაში და გადაწყვეტილებების შედგენაში, იქნებოდა ეს პროცედურული თუ არსებითი მხარის შესახებ, რომელსაც ჰქვია ე.წ. გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, შემიძლია სხვა საქმეებიც გავიხსენო, იქ 2000 წლის სექტემბრიდან 2010  წლის მაისის ჩათვლით ვიყავი“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროსასამართლოში “გირგვლიანის საქმეზე” დასკვნა ამჟამინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაწერა.

ამავე თემაზე