2019-04-11 18:32:02
"არავის დაკითხვა აღარ მოხდება. მორჩა კინო, წადით სახლში“ - ადვოკატი ჩხეიძე

სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმე იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომელიც სასამართლო დავის განხილვის შეწყვეტას მიესალმება.

„ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და მიკვირს, აქამდეც რომ არ შეწყვიტა. სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმე იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო. არ შეიძლება, რესპუბლიკის სასამართლოში მიდიოდე ადამიანი და ითხოვდე სამეფო ტიტულების აღიარებას და დაცვას. ამის საფუძველი იყო ერთ-ერთი ბატონი ოთხმეზურის გამოკითხვა. საქმე შედგებოდა სამი ტომისგან, რომელიც თოვლივით გადნა. ასე გადნება ის სისხლის სამართლის საქმეც, რომელზეც ამდენს საუბრობს მედია და ქალბატონი ანას მხარე, საუბარი მაქვს შესაძლო ძალადობის სცენაზე, ყველა საქმე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის, ყველა ასე დასრულდება. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა როგორც კი გამოჯანმრთელდება, ბატონი დავითი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. არავის დაკითხვა აღარ მოხდება. მორჩა კინო, წადით სახლში“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ამავე თემაზე