2019-04-11 15:41:34
"გადაყლაპული აქვს 51 ცალი ე.წ. "კუსაჩკა," 5 მაგნიტი..." - პატიმრის პროტესტი

მსჯავრდებულმა ბექა გელხაურმა პროტესტის ნიშნად ​რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა რკინის ნივთები გადაყლაპა, მათ შორის არის რამდენიმე მაგნიტი და საჭრელი ე.წ. კუსაჩკა.  გელხაური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ის უარს ამბობს ოპერაციაზე ვიდრე იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს არ შეხვდება. გელხაური არ აღიარებს ბრალს, რომელშიც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. ის ამ დრომდე სასჯელაღსრულების ნომერ მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

მსჯავრდებულის ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები კი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. 

„შემოვიტანე  განცხადება და მოვითხოვე სასწრაფოდ მთავარ პროკურორთან და თეა წულუკიანთან შეხვედრა, რადგანაც ამას ითხოვდა მსჯავრდებული. რომელსაც აქვს გადაყლაპული 51 ცალი ე.წ. "კუსაჩკა," 5 მაგნიტი და 2018 წლის 17 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს,“-განაცხადა ბექა გელხაურის ადვოკატმა, ლალი ბუნტურმა.

ამავე თემაზე