2019-04-11 14:07:05
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

ბრიტანული მედიის ცნობით, ჯულიან ასანჟი დააკავეს. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ლონდონის პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოსთან დააკავა.

მანამდე ეკვადორის ხელისუფლებამ მას დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსი მოუხსნა. ბოლო 7 წელი ჯულიან ასანჟს ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ჰქონდა თავშესაფარი მიღებული.

ვიკილიქსში“ აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟს საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია და ეკვადორის ელჩმა პოლიცია მიიწვია საელჩოს ტერიტორიაზე მის დასაკავებლად.

2010 წელს ორმა ქალმა განაცხადა, რომ ასანჟის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. ასანჟი ამავე წლის დეკემბერში ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ ის გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს ასანჟმა ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. მას შემდეგ ის ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა.

ამავე თემაზე