2019-04-10 13:55:13
სროლა თელავში - უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდა დაჭრეს

თელავში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. დაჭრილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ამავე თემაზე