2019-04-10 11:13:43
ერდოღანი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ სტამბოლში მერის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო, არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს.

„თუ ისეთ ქალაქში, როგორიც სტამბოლია, სადაც 11 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, ხმებს შორის სხვაობა 30 ათასს შეადგენს, ხოლო გასაჩივრების შემდეგ ეს სხვაობა 13 ათასამდე შემცირდა, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ყველა ეჭვი უნდა გაქრეს. ამ სიტუაციამ შესაძლოა, არჩევნების შედეგების გაუქმებაც კი გამოიწვიოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა იმამოგლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. მისი კონკურენტი მმართველი პარტიის კანდიდატი ბინალი ილდირიმი იყო.

ამავე თემაზე