2019-04-09 10:09:02
"შენ არ თქვი ნაგავი ვარო? ნაგავი სანაგვეში უნდა იყოს…" - დაპირისპირება რუსთავის ეპარქიაში (ვიდეო)

რუსთავის ეპარქია სოციალურ ქსელში განცხადებას და ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე იოანე(გამრეკელი) და ეპარქიის ერთ-ერთი ბერი გაბრიელი ერთმანეთს სიტყვიერად როგორ უპირისპირდებიან.

ჩანაწერში ისმის რუსთავის მიტროპოლიტის კითხვა: ვინ ხარ შენ?

ბერი გაბრიელი: მე ნაგავი ვარ…

რუსთავის მიტროპოლიტი: შენ არ თქვი ნაგავი ვარო? ნაგავი სანაგვეში უნდა იყოს…

ჩანაწერში ისმის ერთ-ერთი პირის ხმა, რომელიც ამბობს, რომ ბერ გაბრიელს “გალახავს”, მეორე კი ეუბნება, რომ “მასაც ეს უნდა”. ბოლოს სასულიერო პირებს ბერი გაბრიელი ოთახიდან ძალით გაჰყავთ.

“ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეო 

ამავე თემაზე