2019-04-09 09:57:59
არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მაცივრისთვის აიღებს და შავ სიაში მოხვდება - ეკონომიკის მინისტრი

არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მაცივრისთვის აიღებს და შავ სიაში მოხვდება - ეს განცხადება, ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. მინისტრმა საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ  რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. 

“დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, შევიტანთ კორექტირებას თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს,”-განაცხადა ქობულიამ. 

ამავე თემაზე