2019-04-08 15:37:52
"აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ“ - გვენეტაძე რეგულაციებზე

საბანკო რეგულაციები გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და სექტორის მდგრადობას ემსახურება- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას:

"დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ რისკების მიტიგაციას და კრიზისის პრევენციას. ამავე დროს, მსურს საზოგადოებამ გაითვალისწონოს, რომ ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან შედეგებზე და არა მოკლევადიან ეფექტებზე. ასევე, ეს არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და სურათის დასანახად მონაცემების შეფასება და ანალიზი გვჭირდება, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ამავე თემაზე