2019-04-08 13:05:25
პოროშენკო-ზელენსკის დებატები სტადიონზე 14 აპრილს გაიმართება

ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს, დებატები კიევის სტადიონზე 14 აპრილის საღამოს გაიმართება. 

სტადიონ "ოლიმპიკზე" დებატების ჩატარების ინიციატორი ზელენსკი იყო. ამ იდეით ის 4 აპრილს გამოვიდა და მოქმედ პრეზიდენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. პოროშენკო შეთავაზებას მეორე დღესვე დათანხმდა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდება. 

ამავე თემაზე