2019-04-08 12:46:01
იტალიაში ქართველი მამაკაცი კაფეში სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს

იტალიური მედიის ინფორმაციით,  ქალაქ მოლფეტაში საქართველოს მოქალაქე ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში სტუმრებს ნიჩბით დაესხა თავს.

მედია წერს, რომ წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი კაფეში შევარდა, ყვიროდა, იპოვა ნიჩაბი და სტუმრებს თავს დაესხა.

მამაკაცმა პოლიციის მისვლამდე კაფედან გაქცევა მოახერხა, თუმცა, მოგვიანებით, ის დაშავებული იპოვეს. სავარაუდოდ, მას მანქანა დაეჯახა.

პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.

ამავე თემაზე