2019-04-05 18:40:29
"მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს," - გვენეტაძე TBC ბანკის საქმეზე

"მოხდა თუ არა ფულის გათეთრება, ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს," - ეს განცხადება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თიბისი ბანკის საქმეზე საუბრისას გააკეთა. 

გვენეტაძე ამბობს, რომ TBC ბანკის შემოწმების საფუძველი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება გახდა. მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე მისგან ითხოვდა წერილს, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია. 

„შემოწმების საფუძველი იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოგზავნილი შეტყობინება. ის, თუ რატომ დაიწყო პროკურატურამ საქმე, ეს არის პროკურატურის საკითხი, ეს არ არის ჩვენი იურისდიქცია. ეროვნული ბანკის ფუნქცია ფულის გათეთრების საკითხებთან დაკავშირებით არის, რომ ჩვენ შევამოწმოთ შესაბამისობა,  მოხდა თუ არა ფულის გათეთრება ჩვენ ამის არც მანდატი და არც კომპეტენცია არ გვაქვს, ეს ჩვენ არც გვევალება.

"ბანკის მხრიდან და ბატონი მამუკას მხრიდან იყო სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, რომელიც ამბობდა, რომ ფულის არ გათეთრებულა. რაზეც ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის და ასეთ წერილს ჩვენ ვერ მივცემთ,"-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამავე თემაზე