2019-04-05 10:43:13
"პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს- ამას ცხადყოფს საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა" - პომპეო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთი იმპერიალიზმში და ნატო-ს გახლეჩვის მისწრაფებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს - ამას ცხადყოფს საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა, სირიასა და, ახლა უკვე, ვენესუელაში ინტერვენცია. მას სურს ჩვენი ალიანსის გახლეჩა და დემოკრატიული ერთსულოვნების შესუსტება." -განაცხადა პომპეომ

ამავე თემაზე