2019-04-04 19:31:50
მასშტაბური სპეცოპერაცა ესპანეთში - დააკავეს საქართველოს მოქალაქეები

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიისა და ესპანეთის ეროვნული პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდობა.

როგორც ესპანური პრესა იუწყება, საუბარია დანაშაულებრივ ჯგუფზე. პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა ბარსელონაში და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 70-მდე ბინა გაქურდა. ჯგუფის წევრები ყოფილი კოლეჯის შენობაში ცხოვრობდნენ.

დაკავებულთა რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

ამავე თემაზე