2019-04-04 19:07:26
ესტონეთის მთავრობა გადადგა

ესტონეთის მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იური რატასმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა. 

კანონის თანახმად, მთავრობა იმუშავებს მანამდე, ვიდრე მინისტრთა ახალი კაბინეტი საქმიანობას არ შეუდგება.

ამჟამად, ახალი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის ფორმირებაც უნდა განახორციელონ ცენტრისტულმა პარტიამ EKRE და Isamaa-მ.

იური რატასის მთავრობა ქვეყნის სათავეში 2016 წლის 23 ნოემბრიდან იმყოფება.

ამავე თემაზე