2019-04-04 17:48:24
შეიძლება საბანკო რეგულაციებს გადავხედოთ - მაჭავარიანი

"ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ შეიძლება საბანკო რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს"- გააცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მაჭავარიანმა აღნიშნა რომ ის ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არ იყო:

„არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე, არც დღეს ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ თუ საჭიროა, გადახედოს ამ რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, რომ ჩვენ ამ რეგულაციების ეფექტი განვსაზღვროთ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ამ რეგულაციების ეფექტი, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მე მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად ამ რეგულაციების შესუსტება უნდა მოხდეს. რამდენად უნდა გადაიხედოს რეგულაცია, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მგონია, რომ ჯერ მაინც არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება მოგვიწიოს გადახედვა. მე პირადად, ამის მომხრე ვიქნები,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე