2019-04-04 12:13:36
ვანდალიზმი ახალქალაქში - დაუდგენელი პირები მე–13 საუკუნის სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს

ვანდალიზმი ახალქალაქში - დაუდგენელი პირები მე–13 საუკუნის სამლოცველოში შეიჭრნენ და სიწმინდეები დააზიანეს.

ადგილობრივების განცხადებით, დილით სალოცავად მისულებს, ხატები გადმოყრილი და დამტვრეული დახვდათ. ადგილობრივები მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ შოკშია რადგან რელიგიურ ნიადაგაზე კონფლიქტი არასდროს მომხდარა და თუ სამლოცველოს დაზიანების ფაქტის დროულად გამოძიება არ მოხდება, შესაძლოა რეგიონში ვითარების დაძაბვა მოჰყვეს.

კადრებს დარბეული სამლოცველოდან "ჯეი ნიუსი" ავრცელებს.

ამავე თემაზე