2019-04-03 18:22:22
საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი კონგრესის ორივე პალატაში პრიორიტეტულად დასახელდა

ვაშინგტონში NATO-ს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მინისტერიალი იწყება. უკვე ცნობილია, რომ ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს. კერძოდ, საუბარია საჰაერო დაზვერვის გაძლიერებასა და სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდაზე.

მინისტერიალის დაწყებამდე კი კონგრესის ორივე პალატაში მოსმენები გაიმართა, სადაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხი პრიორიტეტულად დასახელდა. 

„რუსეთმა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი ამ ქვეყნებში შეჭრითა და ოკუპაციით დაარღვია. NATO-მ უნდა უზრუნველყოს სამხედრო დახმარება და რჩევები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის. ის უნდა მიისწრაფოდეს ალიანსში საქართველოს შეყვანაზე. შესაძლოა, დროებით, ოკუპირებული მხარეების გარეშე, როგორც ეს გავაკეთეთ დასავლეთ ბერლინში ცივი ომის დროს", - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ეველინ ფარკასმა

ამავე თემაზე