2019-04-02 13:59:54
"გამოძიების ინტერესი შესაძლოა, თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა"

სახალხო დამცველის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა. ლომჯარიას თქმით, ადგილი ჰქონდა ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს გამოძიების შედეგებზე.

"ჩვენს მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა შესაძლო დამნაშავის გამოვლენა. ადგილი ჰქონდა ჩაუტარებელ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონიეს გამოძიების შედეგებზე. ჩვენი აზრით, სახეზე გვაქვს სავარაუდო სამოხელეო დანაშაული. გაიცა რეკომენდაცია, რომ დაწყებულიყო ამ მიმართულებით გამოძიება, თუმცა სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია პროკურატურამ არ შეასრულა. დაწყებულია მხოლოდ სამსახურეობრივი შემოწმება, რომლის შედეგებიც სამწუხაროდ, კვლავ არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი", - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ამავე თემაზე