2019-04-01 16:59:56
მინისტრის საათი - პარლამენტი თავდაცვის მინისტრს მოუსმენს

პარლამენტის ბიურომ 2-5 აპრილის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. 
საქართველოს პარლამენტი, 4 აპრილს, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს.
5 აპრილს კი, პლენარულ სხდომაზე, დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა სს თიბისი ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ.

ამავე თემაზე