2019-04-01 13:34:56
დროში ძალიან იწელება დემპინგთან დაკავშირებული კანონმდებლობა - კაკულია ეკონომიკის მინისტრს მიმართავს

დროში ძალიან იწელება დემპინგთან დაკავშირებული კანონმდებლობა - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრს მიმართავს. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიასმიმართავს და მოუწოდებს, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობა დაპირებულ ვადებში წარადგინოს.

„ეკონომიკის მინისტრს მინდა მივმართო, ჩვენ შიდაკონსულტაციების შედეგად ბევრ რამეზე შევთანხმდით, რომელიც შემდეგ დროში ძალიან იწელება. მაგალთად, დემპინგთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მეჩვენება, რომ ხდება ამ თემის გაჭიანურება. თუ რაღაცა კონსულტაციებისა და სემინარების საშუალებით უნდათ ჩამოაყალიბონ ის მოსაზრება, რომ ეს კანონმდებლობა ფართო აღიარებული მხარდაჭერის გამო არ არის მისაღები, მე ამას არ დავეთანხმები. ამ კომიტეტში არავის არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინვესტორს ჩვენი ქვეყნისთვის.

გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ანტიდემპინგურ კანონმდებლობას. პირადი საუბრების მიუხედავად, ეს საკითხი ძალიან გაიწელა და და ამიტომ გადავწყვიტე კომიტეტის ტრიბუნიდან მივმართო, რომ თუ შეიძლება თქვენი დაპირება ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეპირებულ ვადაში შემოიტანეთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ამავე თემაზე