2019-04-01 11:04:31
საბანკო რეგულაციებში შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები შევიტანოთ - ქობულია

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საბანკო რეგულაციები მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის დაცვას ემსახურება და მასში შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები შევიდეს, თუმცა ძირითადი ნაწილის შეცვლა არ იგეგმება.

"ეს რეგულაციები სწორია და ემსახურება იმას, რომ დავიცვათ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეების გაუაზრებელი კრედიტისგან. ამ მიმართულებების შიგნით, რა თქმა უნდა, გავდივართ კონსულტაციებს რეგულარულად, როგორც კერძო სექტორთან, ასევე ბანკებთან. დღესდღეობით განვიხილავთ იმ მცირე დარეგულირების საშუალებებს, რაც მოგვცემს საბანკო რეგულაციების უფრო ოპტიმალურ შედეგს. საუბარია კოეფიციენტების დარეგულირებაზე და ასე შემდეგ. ეს არის ამბოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რაც თავიდანვე მოსალოდნელი იყო, მათ შორის მოსალოდნელი იყო ზემოქმედება სამომხმარებლო საქონლის და ვაჭრობის სექტორზე. თუ ეს ზემოქმედება არ იქნებოდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ რეგულაციებს? რეგულაციების შემოღების შედეგებს ყოველთვის ვაკვირდებით და არაა უცნაური, რომ შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები შევიტანოთ, მაგრამ მიმართულებრივად არაფერს არ ვცვლით," - განაცხადა ქობულიამ.

ამავე თემაზე